შრედინგერის სათამაშო კატა

შრედინგერის კატა — აზრითი ექსპერიმენტი, რომელიც შემოგვთავაზა ავსტრიელმა ფიზიკოს-თეორეტიკოსმა, კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ერვინ შრედინგერმა. ექსპერიმენტით მას სურდა ეჩვენებინა სუბატომური სისტემებიდან მიკროსკოპულ სისტემებში გადასვლისას კვანტური მექანიკის არასრულყოფილება.

This product is currently out of stock and unavailable.

SKU: N/A Category:

Description

კვანტური მექანიკის თანახმად, თუკი ბირთვზე არ მიმდინარეობს დაკვირვება, მაშინ მისი მდგომარეობა აღიწერება ორი მდგომარეობის სუპერპოზიციით — დაშლილი ბირთვისა და დაუშლელი ბირთვის, შესაბამისად, კატა, რომელიც ყუთშია მოთავსებული, ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც. თუკი ყუთს გავხსნით, ექსპერიმენტატორს შეუძლია ნახოს მისი მხოლოდ რომელიმე ერთი მდგომარეობა — „ბირთვი დაიშალა, კატა მკვდარია“ ან „ბირთვი არ დაშლილა, კატა ცოცხალია“.

საკითხი შემდეგნაირადაა დასმული: როდის წყვეტს სისტემა ორი მდგომარეობის ნარევის სახით არსებობას და ირჩევს ერთ კონკრეტულს? ექსპერიმენტის მიზანია, აჩვენოს, რომ კვანტური მექანიკა არასრულია ზოგიერთი წესის გარეშე, რომლებიც მიუთითებს, რა პირობებში მიმდინარეობს ტალღური ფუნქციის კოლაფსი, და კატა რჩება ან მკვდარი, ან ცოცხალი, მაგრამ წყვეტს ორი მდგომარეობის ნარევის სახით არსებობას.

ვინაიდან ნათელია, რომ კატა აუცილებლად უნდა იყოს ან ცოცხალი, ან მკვდარი (არ არსებობს მდგომარეობა, რომელიც მოიცავს სიცოცხელსა და სიკვდილს), მაშინ ეს ანალოგიური იქნება ატომის ბირთვისთვისაც. იგი აუცილებლად ან უნდა დაშლილიყო, ან არ დაშლილიყო.

ორიგინალი სტატია გამოვიდა 1935 წელს. სტატიის მიზანი იყო განხილვა აინშტაინის, პოდოლსკისა და როზენის პარადოქსისა (აპრ), რომელიც იმავე წელს შედარებით ადრე გამოაქვეყნეს ალბერტ აინშტაინმაბორის პოდოლსკიმ და ნათან როზენმა.[3] აპრ-სა და შრედინგერის სტატიები აღწერდნენ უცნაურ ბუნებას „კვანტური ჩახლართულობისა“, რომელიც დამახასიათებელი იყო ორი სისტემის მდგომარეობების სუპერპოზიციის მქონე კვანტური მდგომარეობებისთვის (მაგალითად, ორი სუბატომური ნაწილაკის).

You may also like…